May 10, 2024

მაისი 29 2020

ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.


მაისი 29 2020

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა. დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ.


მაისი 29 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, პირველი ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.


მაისი 28 2020

საინფორმაცი სააგენტო FirstNews.ge-ს პატარა მკითხველები და ბლოგერებიც გამოუჩნდა. გთავაზობთ მეოთხე კლასის მოსწავლის,- ანი ნოზაძის ბლოგს, რომელიც აღგვიწერს, თუ როგორ ატარებდა დროს კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის ფონზე.

 


"მსოფლიოში დღეს, ისეთი რამ ხდება, ალბათ, ამას ვერც წარმოვიდგენდით.  

 

დიახ, ადრე ხომ სრულიად წარმოუდგენელი იყო ამდენი ხნით სახლში ყოფნა და ამავდროულად  სკოლაში სწავლა.ისე, სიმართლე რომ გითხრათ,  ყველაზე კარგი რამ, რაც ამ ვირუსმა მომიტანა  ოჯახის წევრების ერთად   შეკრებაა. ამდენი ხანი ერთად თითქმის არ ვყოფილვართ.  უფრო მეტად მამიკო მაკლდა, რადგან  უმეტესად სამსახურში იყო.  ბევრი ვითამაშეთ და გავერთეთ, ნამცხვრის გამოცხობაც ვისწავლე, საჭმლის მომზადებაც ვცადე. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ერთმანეთის გართობით ვიყავით დაკავებულები. ახლა კი, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველებურ ცხოვრებას და ალბათ, მომენატრება კიდეც ეს დრო.

 

მინდა ონლაინ გაკვეთილებზე მოგიყვეთ, იცით როგორ გამიხარდა, რომ გავიგე სახლიდან შევუერთდებოდი გაკვეთილებს. პირველი იმიტომ, რომ კომპიუტერთან დიდ დროს არ ვატარებ, მხოლოდ განსაზღვრულ დროს მაძლევენ მშობლები. ახლა კი წარმოვიდგინე, თითქოს უკვე დიდი ვარ და დამოუკიდებელი. დიდი მოლოდინით შევუერთდი გაკვეთილს,როცა ჩემი კლასელები და მასწავლებელი დავინახე  გული ამიჩუყდა, ცრემლები მომადგა. მივხვდი, რომ ძალიან მომენატრნენ, თან ამ დროს მომღიმარი სახით უყურებ ყველას...

 

ერთი კარგი ფუნქცია აქვს ჩვენს პროგრამას, რომლის საშუალებითაც გაკვეთილების შემდეგ კლასელები ერთმანეთს ვეხმიანებით . ბევრი ვისაუბრეთ და სათქმელი ვერ გამოვლიეთ...

 

ეს იყო სიახლე, რომელმაც უამრავ რამეზე დამაფიქრა. თუნდაც იმაზე, რომ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა აუცილებელია. ეს სიხარულისა და ემოციების გაზიარებაა. ძალიან მენატრება მეგობრებთან ცელქობა და თამაში.

 

თუმცა წინასწარ არ ვიცით რა გველის, ამიტომ ყოველთვის ვეცდები რომ მეგობრებსა და გარშემომყოფებს უფრო მეტად ვაგრძნობინო, რომ ძალიან მიყვარს."


მაისი 28 2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ტრაილერის მძღოლი მოათავსეს.


მაისი 28 2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მერთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.


მაისი 28 2020

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.


მაისი 28 2020

სომხურ გამოცემა „ლრაგირ“-ში («Լրագիր»//„ამბები“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „სომხურ-ქართული სკანდალი: დამნაშავეები ნაპოვნია“, რომელშიც ავტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აირუმიანი წერს: „სომხურ-ქართული სკანდალი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტორისიანის განცხადებით დაიწყო, სომხური მხარის მიერ ბოდიშის მოხდის მიუხედავად,  კვლავ გრძელდება.


მაისი 28 2020

საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ,- ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში საქართველოს საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, რომ მზად არიან მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლაბორატორიაში.


მაისი 28 2020

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

 

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


გვერდი 987 სულ 1243
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.