"პოლიტიკური რეალობა ასეთია - ამომრჩევლის უმრავლესობა მომავლის არჩევანს ითხოვს" - გია ხუხაშვილი
პოლიტიკური რეალობა ასეთია: ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან "ქართული ოცნება" სტაბილურად ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო "ნაც.მოძრაობა" ასევე სტაბილურად მანკიერ წარსულთან, არც ერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი წერს.
მისი თქმით, მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება.
"ელექტორალური, მათ შორის ნახტომისებური ზრდის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული ორივე პოლუსისგან, შეიმუშავებს პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და შეძლებს გარკვეული ძალის დემონსტრირებას.
განაცხადი უნდა იყოს მკვეთრი და ყველასთვის გასაგები - წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ არც წარსულთან(ნაცები) და არც აწმყოსთან(ქოცები).
იქნებიან თანმიმდევრული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ სისტემას, რომელზეც იდგა და დგას ქოციც და ნაციც, პირობითი “კოლექტიურ მურუსიძის” სახით…"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო"- შსს
- "რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
- "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა" - შსს
- პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე