April 29, 2024

"თუ ზურაბიშვილმა რამე ცუდად გააკეთა, პასუხისმგებელი ივანიშვილი და კობახიძე არიან" - ზაზა ბიბილაშვილი

თავდები ხომ იცით, რას ნიშნავს? აი, თავდებში რომ ჩაუდგები ვინმეს, იმან თუ ვალდებულება ვერ შეასრულა, მოგაკითხავენ და შენ მოგთხოვენ პასუხს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში " ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.

მისი თქმით, 2018 წელს ივანიშვილი, კობახიძე და კომპანია თავდებში ჩაუდგნენ ზურაბიშვილს.

 

"თავდებში კი არა, ჩვენ ვართ ეგო, პირდაპირ გვითხრეს.

ხოდა, თუ ზურაბიშვილმა რამე ცუდად გააკეთა, პასუხისმგებელი ივანიშვილი და კობახიძე არიან. მათ შემოგვასაღეს ეგ პროდუქტი.

წარმოიდგინეთ, თავდებმა რომ მოვალეს უჩივლოს და... ბანკი მოვალეს გადაეფაროს - არა, ეგ კაი ტიპიაო. ხო აბსურდია?

ხოდა, შოუში "ივანიშვილის ივანიშვილის წინააღმდეგ" (გნებავთ, "ივანიშვილი თავისი პრინციპული არჩევანის წინააღმდეგ") არც ერთის მხარეს არ ვარ.

თუ მაინცდამაინც, ეს მარაზმი ადასტურებს, რომ შემდეგ ჯერზე რუს თაღლითებს აღარ უნდა ვენდოთ (ან აქამდე როგორ ენდო ვინმე, მაგრამ ჯანდაბას).

და საერთოდ - ფსბ მართავს ქვეყანას, რუსეთის აგენტ ფარცხალაძეს მთელი სახელმწიფო გადაეფარა, ამერიკას უკვე ოფიციალურად უპირისპირდებიან, ჩვენ კი რაზე ვსაუბრობთ?

თავში ქვა უხლია, მუცელში - სამართებელი ორივე "მხარეს". ერთნი არიან პუტინ ვლადიმირში,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

 

შეგახსენეთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

წაკითხვა 435 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.