April 29, 2024

"რად გვინდა უვიზო მიმოსვლა? მივცეთ პირდაპირ ყველა "მოსკოვიტს" საქართველოს მოქალაქეობა და იქნებ საკუთარ თანამოქალაქეებს აღარ ესროლონ"

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდარ ფაქტს ეხმაურება. აღნიშნულ პოსტს FirstNews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"რად გვინდა უვიზო მიმოსვლა? მივცეთ პირდაპირ ყველა "მოსკოვიტს" საქართველოს მოქალაქეობა და იქნებ საკუთარ თანამოქალაქეებს აღარ ესროლონ ასე უმიზეზოდ! ეს ისე, სიმწრით გამოწვეული სარკაზმით. იმ ნათელი კაცის მკვლელს მაინც ვერ დასჯიან და ახლა მაინც გააუქმონ უვიზო მიმოსვლა. ფიზიკურ სასჯელს თუ ვერ აკისრებ, პოლიტიკური მაინც იყოს! და, რაღაც ღირსების მაგვარი მაინც ვაჩვენოთ... დასაწყისისთვის,"- წერს კახა გოგოლაშვილი.

 

ცნობისთვის, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

წაკითხვა 446 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.