აგვისტო 23 2022 წაკითხვა 167 ჯერ

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.

აგვისტო 22 2022 წაკითხვა 169 ჯერ

ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეგრამარხ „როსპარტიზანზე“ გავრცელდა.

აგვისტო 21 2022 წაკითხვა 180 ჯერ

უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და უკრაინის ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.

აგვისტო 21 2022 წაკითხვა 182 ჯერ

მოსკოვში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა სოცილურ ქსელში დაწერა.

აგვისტო 20 2022 წაკითხვა 208 ჯერ

თურქეთში, გაზიანთეფში მომხდარი ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ავტოკატასტროფა თარსუსი-ადანა-გაზიანთეფის გზატკეცილზე მოხდა.

აგვისტო 20 2022 წაკითხვა 187 ჯერ

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ტობიას ელვუდი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თუ გამიზნულად მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე და ორგანიზაციის მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს.

 

„მოდით ეს ახლავე გავარკვიოთ. ნებისმიერი განზრახ დაზიანება, რაც გამოიწვევს რადიაციის გაჟონვას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევა“, – წერს ტობიას ელვუდი და მას მხარს უჭერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერიც.

 

როგორც ადამ კინზინგერმა აღნიშნა, ნებისმიერი გაჟონვა შეიწირავს ხალხს ნატო-ს წევრ ქვეყნებში.

 

„ეს 100 % – ით ასეა. არც კი განიხილება. ნებისმიერი გაჟონვა შეიწირავს ხალხს ნატოს წევრ ქვეყნებში. ეს ავტომატურად ნიშნავს მეხუთე მუხლის ამოქმედებას“, – წერს კიზინგერი.

გვერდი 79 სულ 223
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.