April 29, 2024

"გარეჯი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემაა"-მიხეილ სააკაშვილი

ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, გრემისა და ალავერდის ტაძრებში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.

 

„ჩემთვის გარეჯი იყო ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა. ყველაფერს ვპირდებოდი ილჰამს გარეჯის სანაცვლოდ და თითქმის შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო ბოლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა, მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ბაგრატის ჩემ მიერ აღდგენილ პროექტს დღე და ღამ ეწინააღმდეგებოდა, ახლა მიდის და ბაგრატის ფონზე იღებს სურათებს. ის ხალხი, ვისაც არ ახსოვს, რომ ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე. გზები მივიყვანეთ, ინფრასტრუქტურა. გრემი, ალავერდში სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ. სხვათა შორის, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც და ყველაფერიც ჩემი ინიციატივა იყო და ასე შემდეგ. საქართველოში აღდგა რამდენიმე ასეული თითქმის მთლიანად დანგრეული ეკლესია, კიდევ ორი თუ სამი ათასი შეკეთდა ჩემი პირდაპირი დავალებით. და ამის ფონზე იძახდნენ, რომ სააკაშვილი ანგრევს ეკლესიებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაკითხვა 597 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 05 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.