April 29, 2024

"გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე" - მარგველაშვილის ინიციტივა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

მისი განცხადებით, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, ნიკა მელიასა და ნიკა  გვარამიას საქმეებს.

 

"გამოვაცხადოთ მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ესენია მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, მელიას და გვარამიას საქმეები. ის საქმეები, რომლებიც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები, ეს ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ საქმეებს ვაჩერებთ. იმ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიყაროს თავი, წინაპირობა არ შეიძლება იყოს ამ საუბრის აქტორების მიმდინარე დევნა ან პატიმრობა". - თქვა მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ.

წაკითხვა 303 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.