May 10, 2024

მარტი 04 2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 მარტს მოუწოდა მსოფლიოს, დაეხმარონ კიევს „რუსული ბოროტების“ დამარცხებაში.


მარტი 04 2024

არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.


მარტი 04 2024

არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.


მარტი 01 2024

ინგრედიენტები:


მარტი 01 2024

ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის და დიდი დაპირისპირების პროვოცირებას ნიშნავს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილიმ .


მარტი 01 2024

გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგი იშლება. მას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბადებული „დაკარგულები“ ​​არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ .


მარტი 01 2024

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქართული ოცნების დეპუტატისარჩილ თალაკვაძის განცხადებით , გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატურის შესახებ კონსულტაციების შედეგად მიიღება.


მარტი 01 2024

ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


თებერვალი 28 2024
ინგრედიენტები:
 
10   ცალი კვერცხის ცილა
 
3   ჭიქა შაქარი
 
5   ჭიქა სქელი ნაღები
 
1   ჭიქა შაქრის პუდრა
 

ხილი მოსართავად

 

მომზადების წესი:

 

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 130 C-ზე. ცილა (ოთახის ტემპერატურის) და შაქარი კარგად თქვიფეთ, დაახლოებით 10 წუთით. შემდეგ თასის გვერდები კოვზით დაბლა ჩაწმინდეთ და კიდევ 5 წუთით თქვიფეთ.

 

მიღებული ნაზავი გადაიტანეთ ტორტის მოსართავ ტომარაში, რომელსაც სტანდარტული მრგვალი თავი ექნება და წრიული მოძრაობით გააკეთეთ პატარა კალათები.

 

ბეზე პერგამენტის ქაღალდზე დაასხით და ალუმინის ბრტყელი საცხობი ლანგრის დახმარებით პერგამენტი ღუმელის რკინის ცხაურზე გადაიტანეთ. აცხვეთ 7 წუთით 130 C-ზე, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 105 C-მდე და აცხვეთ კიდევ 1სთ და 30 წთ–ით. გამორთეთ ღუმელი და ბეზე ღუმელშივე გააცივეთ. (სანამ ბეზეები გრილდება ღუმელი არ გამოაღოთ. ღუმელის გამოღება ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს და შედეგად ბეზე გაიბზარება.)

 

კრემის მომზადება: თქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა ერთი წუთით, ან შესქელებამდე.

 

გაგრილებული ბეზეს კალათები კრემით ამოავსეთ. კალათები თქვენთვის სასურველი ხილით მორთეთ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ კივი, მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი და სხვა.)

შეინახეთ მაცივარში დაუფარებლად. (დაფარება ბეზეებს დაარბილებს.)

 

წყარო: კულინარია.


თებერვალი 28 2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს ადგილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ, კვლევების მიხედვით, საქართველო ალბანეთზე, მოლდოვასა და უკრაინაზე ყველა პარამეტრით მაღლა დგას.

 

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.

 

„რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი როლის სხვა სახელმწიფოებისთვის გადაცემას. ეს რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, შეუმდგარობის აღიარება და ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ტოლფასია, ყველა ქართველისთვის გასაგებია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს. მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა, ვინც მისაბაძ მაგალითად ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას გვისახავს, არაკეთილსინდისიერია. ნებისმიერი კვლევის მიხედვით, საქართველო ამ ქვეყნებზე ყველა პარამეტრით რამდენიმე თავით მაღლა დგას. საქართველოსთვის მათი მაგალითად მოყვანა იგივეა, რომ დიდოსტატი პირველთანრიგოსნებს შეადარო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.


გვერდი 17 სულ 669
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.