"შეხედეთ, როგორ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები, ჯომოლუნგმაზე ავდივართ"
შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები, ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადასული ვართ სპირალის ეტაპზე, რას ნიშნავს ეს ეტაპი?“
„ამას ხომ ჩვენს ვებვგვერდზე ყოველდღე ვაქვეყნებთ, დღესაც იქნება, ხომ შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ.
შეზღუდვების გაფართოებით, პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ ჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია