"შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და რეგულაციები უნდა დარჩეს"
ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის კუთხით ვითარება დასტაბილურდა და ეს გარკვეულწილად, შეზღუდვების დამსახურებაა.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის, განვიხილეთ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში. დაავადებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, მაგრამ ნამდვილად იგრძნობა დაძაბულობის ცოტათი მოხსნა. მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იყო, ისტერიის დონეზე, ნამდვილად აღარ არის. ერთ-ერთი ამის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს შეზღუდვები მუშაობს. ჩემი თხოვნა იყო და ბევრმა კოლეგამ დამიჭირა მხარი, რომ კარგი იქნება, თუ ამ შეზღუდვებს არ მოვხსნით. გასაგებია, რომ მთელი წელი იყო მძიმე და კარგი იქნება, რომ ეს ბოლო პერიოდიც მოკრძალებულად გადავაგოროთ. ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს", - განაცხადა დავით გადელიამ.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
