"დედამიწა პანდემიამ დაამგვანა ერთ დიდ „გოსპიტალს“- ლადო კახაძე
დედამიწა პანდემიამ დაამგვანა ერთ დიდ „გოსპიტალს“, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა დონის დაავადება ერთდროულად წარმოჩინდა, მაგრამ მეორე რამეც არის გამოწვევა, რომ ერთ უნივერსიტეტსაც დაემსგავსა დედამიწა, ყველამ ყველაფერი იცის, ან ყველამ ყველაფერი გაიგო, - ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ განაცხადა.
კახაძემ ყველას მოუწოდა საჯარო სივრცეში მედიკოსების მიმართ არასწორი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
„დედამიწა პანდემიამ დაამგვანა ერთ დიდ „გოსპიტალს“, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა დონის დაავადება ერთდროულად წარმოჩინდა, მაგრამ მეორე რამეც არის გამოწვევა, რომ ერთ უნივერსიტეტსაც დაემსგავსა დედამიწა, ყველამ ყველაფერი იცის, ან ყველამ ყველაფერი გაიგო, ყველა ერთმენეთზე ინფორმაციის გადაცემით არის დაკავებული და აქ გაჩნდა ერთი დიდი საფრთხე - ექიმებმა ეს კარგად ვიცით, იატროგენული დაავადების შესახებ, ანუ ექიმის სიტყვით დაავადება, რომელიც არ იკურნება. ამიტომ ყველას მოვუწოდებ და ყველასთან მაქვს ეს თხოვნა, სანამ საჯარო სივრცეში რაიმე განცხადებას გააკეთებთ, მან იცოდეს, რომ მომლოდინე ყური და ტვინი ელოდება გაჭირვების შემხედვარე და ის არ დავაავადოთ ისე, რომ მისი გამოკეთილშობილება გაგვიჭირდეს. აქ ცალკე ფენომენი შემოდის, იატროგენულ დაავადებას ემატება პოლიტიკური დაავადებაც, ამიტომ თხოვნა მაქვს, როდესაც საქმე შეეხება მედიცინას, ჯანმრთელობას, ადამიანთა სოცოცხლეს, მორჩილებით და მუხლმოყრით ვთხოვ ყველას, გაფრთხილდნენ საჯარო სივრცეში მედიკოსების მიმართ არასწორი განცხადებების გაკეთებისგან. რამეთუ გამოჯანმრთელების გზა ერთმანეთის იმედზე გადის და ეს იმედი ჩვენ უნდა შევქმნათ, პროფესიონალებმა და გავაზიაროთ სწორად!“ - განაცხადა ლადო კახაძემ და დასძინა: „გავუფრთხილდეთ ექიმებს, ძალიან გთხოვთ! ექიმების უფლებებში შეჭრა ძალიან უარყოფითად მოქმედებს მათ ხარისხზე პაციენტთან ურთიერთობაში, გამოჯანმრთელების გზაზე“.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ