"ყველაფერი რომ გაიხსნას, ისევ 5 ათასამდე ავალთ" - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა, ინფიცირების მაჩვენებლის მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევს.
მისივე თქმით, რაც შეიძლება ნაკლებამდე უნდა დავიყვანოთ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა და შემდეგ, წესების დაცვით უნდა გაიხნსას ეკონომიკა.
" 2 თვის წინ ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ ამას გავუძელით და გადავიტანეთ. მგონია, რომ ამის გამეორება არავის არ უნდა. მესამე ტალღა ესაა, სხვა კი არაფერი, რომ ისევ ყოველდღიურად 5 000 ახალი პაციენტი იქნება და ამას მოყვება შესაბამისი ლეტალობა, რაც ყველასათვის ნათელია.
კარგად გვახსოვს, როგორ ვიქცეოდით ნოემბერში, რას ვაკეთებდით და რატომ მივედით ასეთ შედეგამდე. თუ ახლა სხვანაირად მოვიქცევით, გავიკეთებთ პირბადეს, შესაძლებელი იქნება რაღაც აქტივობების ჩატარება, მაგრამ მხოლოდ წესების დაცვით. თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მატება არ იქნება ისეთი კატასტროფული, როგორც ნოემბრის ბოლოს იყო. ჩვენ გვინდა, რომ იყოს ისეთი მატება, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა მშვიდად, წყნარად და მარტივად გაუმკლავდება, მაგრამ ამავდროულად გაიხსნას ეკონომიკაც.
ამისათვის საჭიროა წესების მკაცრად დაცვა. გუშინ ჩვენ გვქონდა დაახლოებით 1 600 შემთხვევა, ახლა რომ გაიხსნას ყველაფერი, ჩვენ ძალიან მალე, დაახლოებით 1 თვეში ისევ 5 ათასამდე ავალთ. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლებამდე უნდა დავიყვანოთ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა და შემდეგ, წესების დაცვის შემთხვევაში, ეკონომიკის გახსნა კატასტროფულ მატებას არ გამოიწვევს," - განაცხადა პაატა იმნაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი