ვინ ვერ გაიკეთებს ვაქცინას
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინა, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ვერ გაიკეთონ, რადგან ამ ეტაპზე მათზე კვლევა არ ჩატარებულა.
,,სანამ საქართველოს მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით შეიძლება თუ არა ვაქცინაცია ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები. მიმდინარეობს კვლევები და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
