როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 2 მარტის დილის მონაცემებით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.78 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.4%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 686-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 532 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 35, გურია - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 692, აჭარაში - 177, იმერეთში - 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 97, აჭარაში - 30, იმერეთში - 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პირი, მათგან თბილისში - 70, აჭარაში- 4, იმერეთში - 12. 149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 36 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 26.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 388 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 089 პირი, აჭარაში - 394, იმერეთში - 688.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი