შეზღუდვებზე უკვე არსებობს მსჯელობა, გურია, იმერეთი და თბილისი წითლის მიმართულებით მიდის — ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვებს "არ გამორიცხავენ". მისი თქმით, რამდენიმე რეგიონი, მათ შორის, გურია, იმერეთი და თბილისი, "წითელი მიმართულებით მიდის". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"შეზღუდვებთან დაკავშირებით უკვე არსებობს გარკვეული მსჯელობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საქართველოში რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, წითლის მიმართულებით აქტიურად მიდის, ეს არის — იმერეთი, გურია და თბილისი, სადაც ყველაზე მეტი არის მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპისთვის გვაქვს 2,2 და ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამოვრიცხავთ [შეზღუდვებს]", — განაცხადა მან.
საქართველოს მასშტაბით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქება დაიწყო. 25 თებერვალი აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი; გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე. 1-ლი მარტიდან მუშაობას აღადგინეს კერძო და საჯარო ბაღებმა; განახლდა კონფერენციები და ტრენინგები; 8 მარტიდან გაიხსნა სამთო კურორტებზე საბაგიროები, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირასაც განაახლეს
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
