იმერეთში დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო
იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყო. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში დღეს 84 ადამიანი აიცრება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ელექტრონულ სისტემაში რეგიონის მასშტაბით 1 344 პირია დარეგისტრირებული.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის შეფასებით, საწყისი ეტაპისთვის ეს ნორმალური აქტივობაა. მისი თქმით, პარალელურად რეგიონში „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი მიმდინარეობს. გიორგაძის თქმით, ამ დროისთვის 350-მდე პირია აცრილი.
იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ერთი, ხოლო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის ორი პუნქტია გახსნილი.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
