ფაიზერთან საბოლოო კომუნიკაციისას 1 მილიონ დოზაზე შევჯერდით - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერთან კომუნიკაციისას სამინისტრო მათი წარმოების ვაქცინის 1 მილიონ დოზის მოწოდებაზე შეჯერდა, თუმცა მისივე განმარტებით, ჯერ გაურკვეველია, რა დროში და რა ფორმატით მოხდება ეს.
"ფაიზერთან მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე", - ამბობს ტიკარაძე.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - ფაიზერით და ასტრაზენეკათი.
ჩინურ ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს. მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
