ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს
ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინის დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა კი, აზერბაიჯანში.
„მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა, აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზაა გამოყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა ასევე გამოყენებული აზერბაიჯანში. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება, თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენი ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, რადგან სხვა იარაღი დღეს ეპიდემიის დამთავრების ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენი გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
