იქნება თუ არა ვაქცინის მესამე დოზის საჭიროება - ენტონი ფაუჩის განმარტება
ამერიკის შეერთებული შტატები ბავშვების ვაქცინაციას მიმდინარე წლის დასასრულს ან 2022 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ამასთან, ფაუჩის თქმით, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს 8-12 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება.
„თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
მანამდე, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობაზე განცხადება გააკეთა კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმაც.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
