როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 21 მაისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 564 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 676 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 335 769-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 316 389-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 569 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც: 4 261 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 333, აჭარაში - 486, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 102, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 11, იმერეთში - 16. 705 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 379 - თბილისში, 285- აჭარაში. 9 819 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 33.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 732 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 885 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 822 პირი, აჭარაში - 1 584, იმერეთში - 1 610.

წაკითხვა 527 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.