November 23, 2024

ეპიდ-ვითარება საქართველოში 23 მაისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 972 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  733  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 530   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.32% .

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  337 573-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.21%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 425 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 54, ქვემო ქართლი - 35, შიდა ქართლი - 18, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 326, საიდანაც: 4 152 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 258, აჭარაში - 476, იმერეთში - 526. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 880 პირი, მათ შორის, თბილისში - 418, აჭარაში - 104, იმერეთში -155. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 228 პირი, მათგან თბილისში - 150, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 669 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 271- აჭარაში. 9 505 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 33.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 22 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 748 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 942 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 652 პირი, აჭარაში - 1 792, იმერეთში - 1 644.

წაკითხვა 476 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.