November 23, 2024

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 24 მაისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 598 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 388  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 357   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.04%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 503 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  337 961-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.19%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 319 956-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 12, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 268, აჭარაში - 461, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 414, აჭარაში - 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 33.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 23 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 758 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.

წაკითხვა 430 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 24 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.