November 23, 2024

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 456 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 354  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 821  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.45%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  339 315-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 821 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 320 777-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 654 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 184, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 43, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 56, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33.

სულ  6 ოქტომბრიდან - 24 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 759 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.

წაკითხვა 424 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.