მსოფლიოს კორონავირუსის "ოლიმპიური" შტამი ემუქრება - მედიკოსები
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანების მასობრივი შეკრებამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაართულოს და COVID-19-ის ახალი, "ოლიმპიური" ვარიანტიც კი წარმოქმნას. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იაპონიის ექიმთა კავშირის ხელმძღვანელმა, ნაოტო უეიამამ განაცხადა.
"ვირუსის სხვადასხვა მუტირებული შტამი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არსებობს, აქ, ტოკიოში მოახდენს კონცენტრაციას, აქ შეიკრიბება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ახალი შტამს, რომელიც, შესაძლოა, ოლიმპიადის შემდეგ გაჩნდეს", - განაცხადა მან.
უეიამას თქმით, ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 200 ქვეყნისა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
Worldometer-ის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის დასაწყისიდან იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 725,5 ათასი შემთხვევა დადასტურდა, აქედან დაახლოებით 12,5 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, 650, 1 ათასი გამოჯანმრთელდა.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
