November 23, 2024

სასარგებლოა თუ არა დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ღვინის უარყოფით და დადებით თვისებებზე წერს. "ჯორჯიან თაიმსი" აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 "სინამდვილეში სასარგებლოა თუ არა ერთი ჭიქა წითელი ღვინო დღეში?

 

ჩვენთან (და არამარტო) თვალი და ყური მიჩვეულია რომ კაი ‘’ნაღდი სუფთა წვენი’’, წითელი ღვინო სასარგებლოა გულისთვის ამას ზოგი მარკეტინგისთვის იყენებს, ზოგი მეზობელს ურჩევს და ხდება ხოლმე ისე რომ პაციენტსაც აძლევენ რეკომენდაციას.

 

საიდან იწყება ეს ყველაფერი?

 

კულტურული სარჩულის და "რავი ჩემ გარშემო ყველა კარგადაა ვინც წითელ ღვინოს სვამს ძმაო’’-ს გარდა, კვლევების არასწორი ინტერპრეტაციაც უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად.

 

ინტერნეტში თქვენ შეხვდებით უამრავ კვლევას რომელიც ამბობს, რომ ალკოჰოლი/წითელი ღვინო კარგია კუჭ-ნაწლავისთვის, გულისთვის და ა.შ.

 

ან ისეთ კვლევებს რომლებიც გვეუბნებიან რომ ‘’ნორმალური’’ რაოდენობით მიღებული ალკოჰოლი უფრო სასარგებლოა ვიდრე ალკოჰოლისგან საერთოდ თავის შეკავება.

 

თუმცა ამ კვლევებს დიზაინში ყოველთვის აქვთ პრობლემა, არის უფრო ეპიდემიოლოგიური, მიმოხილვითი და შესაბამისად მიზეზ-შედეგობრიობის დადგენა რთულია და უფრო ასოციაციებზე/კორელაციებზე მიუთითებს და არა კაუზაციაზე/ფაქტზე.

 

მაგალითი განვიხილოთ:

წარმოიდგინეთ რომ გამოიკვლიეთ ერთ დიდ ქალაქში მცხოვრები 1000 000 ადამიანი.

მათი ნახევარი არ სვამდა ღვინოს, ნახევარი კი სვამდა ერთ ჭიქა ღვინოს დღეში და აღმოჩნდა, რომ ვინც არ სვამდა იმათ მეტი გულის პრობლემები აქვთ.

 

ერთი შეხედვით კი ჩანს კორელაცია და თითქოს ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ‘’ნორმალური დოზებით ალკოჰოლი კარგია გულისთვის’’, მაგრამ მხოლოდ ამ ინფორმაციით დასკვნის გაკეთება რთულია, რადგან ძაღლის თავი ყოველთვის დეტალებშია:

 

აქ მთავარია ის ადამიანები რატომ არ სვამდნენ ღვინოს, იქნებ თავის დროზე დალევას ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაანებეს თავი? შესაბამისად ისედაც მეტი შანსი ექნებათ რომ გულის ავადობა(ც) მეტი იყოს, რა შუაშია ღვინო?

 

იქნებ ადამიანები რომლებიც ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევდნენ დღეში, უკეთესი, უფრო ჯანსაღი რაციონი ქონდათ საკვების და რეგულარულადაც ვარჯიშობდნენ? რა შუაშია აქ ღვინო?

 

იქნებ ადამიანები რომლებიც ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევდნენ დღეში, ქალაქი უფრო ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში ცხოვრობდნენ? რა შუაშია აქ ღვინო?

და ა.შ.

ამაშია საქმე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი კვლევის დეტალები, რადგან ერთი შეხედვით სწორად გამოტანილი დასკვნა, დეტალებში ჩაძიების შემდეგ ცოტა არასერიოზული გახდა როგორც ნახეთ, მსგავსი არასერიოზული დასკვნებით კი სავსეა ინტერნეტი, გნებავთ ღვინოზე, გნებავთ ნიორზე და გნებავთ გვირილის ჩაიზე.

 

ყველაზე გამორჩეული ისტორია წითელი ღვინის შესახებ ‘’საფრანგეთის პარადოქსით’’ ცნობილი კვლევაა, უამრავ სტატიას ნახავთ (https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1768013/... , https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2276147/ , https://www.sciencedirect.com/.../abs/pii/S0140673680917961 ) სადაც საუბარია იმაზე რომ 80-ან წლებში ეპიდემიოლოგიური შესწავლით, მიუხედავად მაღალი ქოლესტერინის და სატურირებული ცხიმებით გაჯერებული საკვების მიღებისა, საფრანგეთს გულის კორონარული დაავადებების გამო უფრო ნაკლები სიკვდილიანობა ჰქონდა ვიდრე სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს.

 

ამ მსჯელობებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ იქნებ წითელი ღვინის მიღების გამო(ც)ა ეს ყველაფერი. განხილულია კორელაცია, სავსეა სპეკულაციებით ანტიოქსიდანტებზეპოლიფენოლებზე და ღვინოში შემავალ "სასარგებლო’’ ნივთიერებებზე და მოკლედ საბოლოოდ როგორღაც მოახერხეს და ეს ყველაფერი დააკონვერტირეს ისეთ ‘’ფაქტად’’ როგორცაა:

 

‘’ერთი ჭიქა წითელი ღვინო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის’’-ო.

რაც დამეთანხმებით ალბათ რომ ზედმეტად კარგად ჟღერს.

თუმცა როგორც იტყვიან if something sounds too good to be true, then it probably is.

საფრანეთის პარადოქსის განმარტებაში, (როდესაც ამ ყველაფერს ღვინის სმას მიაწერენ ხოლმე) არ არის გათვალისწინებული კვების რაციონი, ე.წ. მედიტერიანული რაციონი და ცხოვრებისა თუ კვების სტილი და ყველაფერი პრიმიტიულად დაყვანილია ერთ ჭიქა წითელ ღვინომდე, რაც ჯერ ერთი, რომ არ დასტურდება და არის მხოლოდ კორელაცია და მეორეც, საფრანგეთზე ნაკლები გულის დაავადებები მაგალითად იაპონიას აქვს, სადაც უფრო ლუდს და სპირტიან სასმელებს მიირთმევენ, რა ვქნათ ახლა, ლუდი დავუნიშნოთ პაციენტებს თუ საკე?

 

კიმაგრამ ანტიოქსიდანტები ღვინოში? პოლიფენოლი??... რესვერატროლი?!

 

ა, ხო... კი, კი, მათ აჩვენეს გარკვეულ დადებითი ეფექტები კვლევებში, რომელიც ვირთხებზე ჩატარდა... ისე ვირთხებზე გამახსენდა, მოლნუპირავირი რას შვრება ხო არ იცით, აი ის წამალი, ლაბორატორიაში ქრცვინებში რომ 24 საათში გააქრო კოვიდი და ჩვენ რომ პანდემისს დასასრული ვიზეიმეთ?

 

ლაბორატორის ფინჯანში ნანახი შედეგები და ცხოველებში ჩატარებული კვლევები არის მხოლოდ ლაბორატორის ფინჯანში ნანახი შედეგები და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები. მეტი არაფერი. საერთოდ არაფერი.

 

ამ შედეგების განზოგადება, კლინიკური კვლევების გარეშე არასერიოზულია, მაქსიმუმ აპლოდისმენტების ან/და ლაიქების მომტანი იყოს.

 

მოკლედ რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, "საფრანგეთის პარადოქსის’’ ჭიქა წითელ ღვინომდე დაყვანა და მითუმეტეს, ამის მიხედვით ერთი ჭიქა წითელი ღვინის რეკომენდაციის გაცემა, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია.

 

კაი. მოდი ახლა ჯერ შევიცადოთ ვიდრემდე წავალ და ზოგადად ალკოჰოლზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა.

 

ალკოჰოლი თავისთავად, როგოც ნივთიერება, ეს არის მეტწილად ხილის ლპობის (ძალიან კარგად მესმის, რომ "უჟანგბადო გარემოში საფუარის სოკოს მეშვეობით, ნახშირწყლების ფერმენტიზაციით მიღებული ღვთიური სითხე’’ უკეთ წასაკითხია და უკეთ შეფუთული, მარა მოდი ცოტა ხანი მაღალფარდოვნება, ჭიქაში მზე და ჭკვიანური სახის გამომეტყველების ფონზე პირის წკლაპუნით ვითომ ღვინის ასაკსა და თვისებებს რო ვიგებთ ხოლმე, ეგ ამბები გვერდით გადავდოთ და ახლა ქართულ ჯიგრულ პონტში ვისაუბროთ) შედეგად მიღებული ფსიქოაქტიური, ბაქტერიოციდული, ტოქსიკური ნივთიერება, რომლის გამოც მილიონობით ადამიანი კვდება ყოველ წელს ( https://www.who.int/substance_abuse/facts/alcohol/en/ ), არსებობს მყარი კავშირი კიბოს განვითარებას და ალკოჰოლს შორის, კვირაში 1 ბოთლის მიღებაც კი ზრდის რისკს (https://bmcpublichealth.biomedcentral.com/.../s12889-019... ) და იწვევს განვითარების ანომალიებს ნაყოფში, ორსულობისას კი არ არსებობს არათუ სასარგებლო, უსაფრთხო დოზაც კი (https://www.cdc.gov/ncbddd/fasd/alcohol-use.html ).

 

არანაირი (ჯანმრთელობისთვის) სარგებელი მის დალევას არ მოაქვს, თავადვე ტოქსიკურია და ბახუსს რომ ვეძახით მოფერებით, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა ეგ.

 

ალკოჰოლი მეტაბოლიზმს გადის ბევრ ორგანოში თავის ტვინით დაწყებული ელენთით დამთავრებული, თუმცა ძირითადი დარტყმა მაინც ღვიძლზე მოდის. ამ დროს ტოქსიკური ალკოჰოლი იშლება კიდევ უფრო მეტად ტოქსიკურ და კარცენოგენულ აცეტალდეჰიდად და სანამ ბოლომდე ესეც არ დაიშლება და საბოლოოდ არ გამოიდევნება ორგანიზმიდან, ვართ ან მთვრალი ან პოხმელიაზედ.

 

https://pubs.niaaa.nih.gov/publications/aa72/aa72.htm

ამიტომაც დღეს რეკომენდაცია ის კი არ არის, რომ ‘’1 ჭიქა წითელი ღვინო დალიეთ სასარგებლოა’’-ო, არა, რეკომენდაცია არის ის რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ რომ დალიოთ, დალიეთ მცირე რაოდენობით, ეგრე ჯობია-ო.

 

რეკომენდირებული (ასე თუ ისე) უსაფრთხო დოზებია 14 იუნითი კვირაში, გადანაწილებული 3 დღეზე (1 ჭიქა 25მლ 40% არაყი = 1 იუნითს).

https://www.nhs.uk/.../alcohol.../calculating-alcohol-units/

საერთოდაც, ადამიანურად ძალიან საწყენია ღვინის დალევისთვის ფსევდომეცნერული არგუმენტების ძიება და გამოყენება.

 

აი რა საჭიროა ვერ ვხვდები, მაშინ როცა, გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ, დიდი ჩეფო ამირზაყანელის ძმისწულმა და ქალაქ ლორთქიფის საპატიო მოქალაქე ზუბა ლამამ, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, პლეხანოვზე დაგვიბარა:

 

"მხოლოდ სულელები სვამენ უმიზეზოდ ძამიკო, ჭკვიანი კაცი მიზეზს ყოველთვის იპოვის’’-ო.

შენ სულს ვენაცვალე ზუბა.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

თქვენი გამარჯვებისა იყოს!

(https://www.heart.org/.../drinking-red-wine-for-heart...

https://www.health.harvard.edu/.../is-red-wine-good...

) - წერს ექიმი არჩილ მარშანია.

წაკითხვა 1254 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.