3 მილიონზე მეტ დოზას მივიღებთ და დავიწყებთ მასობრივ იმუნიზაციას - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო მომდევნო თვეებში ვაქცინის 3 მილიონზე მეტ დოზას ელოდება და მასობრივ ვაქცინაციას იწყებს.
მისივე თქმით, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 250-დან 400-დე უნდა გაიზარდოს. ამავე დროს ქვეყნის ოთხ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები.
"გვაქვს დადასტურება, რომ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანა მიიღებს 3 მილიონ 200 ათასზე მეტ ვაქცინას. ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე ხშირად გეუბნებოდით, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა საწყობებში გვექნება სულ მცირე ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მარაგი.
მე უკვე მქონდა რეგონებში შეხვედრები, ვიყავი თითქმის ყველა რეგიონში და კიდევ მექნება, ვმუშაობთ, რომ ადგილებზე იყოს მეტი მზაობა. დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოზე განხილვა, თუ რა ბერკეტები უნდა იყოს გამოყენებული, რომ ყველა დაწესებულებამ, ანუ 250-მა ბრიგადამ როგორ იმუშაოს, რა თქმა უნდა თავისი ჩამნაცვლებელი ბრიგადებით, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა დაისვენონ. ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეთ 400 ბრიგადამდე.
ასევე 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ - 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.
კარვებზე არ არის ლაპარაკი, დასამალი არაფერია, ვმუშაობთ "ექსპო-ჯორჯიასთან", ასევე "ჰუალინგთან", რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან და სავაჭრო მოლებთან მათი სივრცეების გამოყენებაზე, რომ გაიშალოს ვაქცინაციის ცენტრები და ვაქცინა ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს," - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
