ამ ვაქცინების კომბინაციამ უკეთესი იმუნური პასუხი აჩვენა - ბიძინა კულუმბეგოვი
რამდენიმე კვლევის შედეგად, იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთხვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.
საუბარია "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინების შერევაზე.
„როდესაც „ასტრაზენეკას“ გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყო და მასთან ასოცირებული თრომბოემბოლიური რისკი ახალგაზრდებში გამოიკვეთა და დაუდასტურდათ მათ ეს იშვიათი, მაგრამ გვერდითი მოვლენა, ამის შემდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო პრეცედენტული გამოყენება, ანუ ვისაც პირველი დოზა ჰქონდა „ასტრაზენეკა“, მას მეორე დოზა შესთავაზეს „ფაიზერი“, შემდეგ ამან კვლევითი ფორმები მიიღო და უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს.
ყოველთვის არის მოწოდება, რომ მაინც ჯობს ერთი და იგივე ვაქცინა გამოვიყენოთ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთსა და ესპანეთში, რომელმაც ასეთი რამ აჩვენა: პაციენტები რამდენიმე ნაწილად დაყვეს, ერთი - რომლებსაც ჰქონდათ ორჯერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადმინისტრირებული, მეორე - რომლებსაც ორჯერ ჰქონდათ „ფაიზერი“ გამოყენებული და მესამე, შერეული ვაქცინა.
იმუნური სისტემის უპირატესობა შერეული ვაქცინის შემთვევაში მკვეთრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ორი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში და ოდნავ უფრო უკეთესი, ვიდრე ორი „ფაიზერის“ შემთხვევაში. ჯერჯერობით ეს საყოველთაო, მსოფლიო რეკომენდაცია არ არის, მაგრამ ამ თვალსაზრისით არც რაიმე პრობლემაა. თუმცა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად ფიქსირდება, განსაკუთრებით დასავლური ვაქცინების შემდგომ, შერეული ვაქცინების შემთხვევაში პროცენტულად უფრო მეტ ადამიანს დაუფიქსირდა“ - თქვა კულუმბეგოვმა.
რაც შეეხება ჩინური ვაქცინების შერევას ევროპულთან, კულუმბეგოვის ინფორმაციით, ასეთი პრაქტიკა ჯერ არ არსებობს.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
