მოგვეცით ვაქცინები, თორემ მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება - ჯანმო
მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება და განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.
„ახლა მიწოდების პრობლემა არსებობს, უბრალოდ მოგვეცით ვაქცინები. განსხვავება ქონასა და არ ქონას შორის არის ის, რაც მთლიანად ამხელს ჩვენი სამყაროს უსამართლობასა და უთანასწორობას, მოდით გავითვალისწინოთ ეს", - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, „კოვაქსის“ პლატფორმამ, რომელსაც „გავი“ და ჯანმო ერთობლივად მართავენ, თებერვლიდან დღემდე 132 ქვეყანას კოვიდ 19-ის ვაქცინების 90 მილიონი დოზა გადასცა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინდოეთმა ვაქცინების ექსპორტი შეაჩერა, მომარაგებაში პრობლემები შეიქმნა.
„ამ თვეში „კოვაქსის“ საშუალებით „ასტრაზენეკას“, „ინდოეთის სერუმის ინსტიტუტისა“ და „ჯონსონ & ჯონსონის“ ვაქცინების ნული დოზა გვაქვს მიღებული,“- განაცხადა ჯანმო-ს უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
