იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 074 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 808 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 102 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 972 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.34%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 350 466-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 275 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107 საიდანაც: 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 466, აჭარაში - 154, იმერეთში - 287. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 41, იმერეთში -127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი, მათგან თბილისში - 109, აჭარაში - 9, იმერეთში - 11. 598 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 232- აჭარაში. 4 907 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 889 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 241 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 413, პირი, აჭარაში - 571, იმერეთში - 1 058.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი