ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა - პაატა იმნაძე
"ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ინდური (დელტა) შტამის ცირკულირებით ევროპაში პირველ ადგილზე ბრიტანეთია, შემდეგ მოდის კვიპროსი და მესამეზეა საქართველო. მისი გავრცელების მასშტაბი საქართველოში 15-დან 20%-მდეა.
„27 დადასტურებული ინდური შტამის შემთხვევა არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ შემდეგ, დაახლოებით, შემიძლია ვთქვა, რომ 15-20% საქართველოში უკვე ინდური შტამი ცირკულირებს” – განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
