ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეთბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალადობას გმობს.
მისი თქმით, აგრესია და ძალადობა არ არის ქართული ტრადიაცია და ვერც ევროპული ტრადიცია იქნება.
"აუცილებლად მინდა დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება თუ საით მივდივართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოუელი მსგავსი ნაბიჯი ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვიმცირებს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოვნახოთ ის გზები, რითაც ჩვენ მოვახდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე და ამ აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგში, და ჩვენი ყველა მოქალქის უფლება იქნება დაცული", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
