November 23, 2024

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 19 ივლისის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 194  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 848  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 231   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.66 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 848 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  388 329-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 231 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 366 250-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 848 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 25, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 487 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 651, აჭარაში - 273, იმერეთში - 535. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 859 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში - 46, იმერეთში -175. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 334- აჭარაში.  10 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 18 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 960 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 130 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 453, პირი, აჭარაში - 1 545, იმერეთში - 1 423.

წაკითხვა 426 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 19 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.