„დელტა“ ვარიანტი ყველაზე რთულად გადასალახია - ექსპერტები
ვირუსოლოგთა და ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი და რთულად გადასალახი ვარიანტია.
კოვიდ 19-ის ათი წამყვანი ექსპერტის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ „დელტა” ვარიანტს შეუძლია მოახდინოს სრულად ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირებაც.
მათ ასევე განმარტეს, რომ ვაქცინები კარგად იცავს დაავადების მძიმე ფორმისგან და დაინფიცირების რისკის ქვეშ უმეტესად არავაქცინირებული პირები არიან.
„ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი რისკი დელტაა,“ - განაცხადა მიკრობიოლოგმა შერონ ფიქოქმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
