"აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა"
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.
„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, - აცახდებს გამყრელიძე.
ამასთან, მისვე განმარტებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.
„სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში“, - აცხადებს გამყრელიძე.
როგორც მან აღნიშნა, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი, დღეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა, „სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყველა ათას ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
