ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, COVID-19- ის დიაგნოზის მქონე პაციენტების, მათ შორის ორსულების ბინაზე მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო.
"COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვასა და მეთვალყურეობას რესპუბლიკური საავადმყოფო ცენტრალური ონლაინ კლინიკის ექიმების (მათ შორის, ორსულების მართვას - მეან-გინეკოლოგების) მეშვეობით უზრუნველჰყოფს.
კლინიკის მიერ პაციენტთა მართვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროტოკოლებისა და ინსტრუქციების მიხედვით მოხდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
