იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა - თენგიზ ცერცვაძე
ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა, შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევების მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას", - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 4905 ინფიცირებული. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
