November 22, 2024

იმერეთში კორონავირუსის 414 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 449 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.73%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 236 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 571 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  570 493-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 668 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 527 337.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 414, ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 153 საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი,  მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29.

 

2 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 032 - თბილისში, 631 - აჭარაში.

 

26   61 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 86 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 79, ხოლო აჭარაში - 7.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 134 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 159 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 4 045, იმერეთში - 3 218.

წაკითხვა 402 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.