"მეხუთე ტალღა ოქტომბერში არ იქნება" - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მე-5 ტალღის დაწყების შესახებ პროგნოზს აკეთებს.
მისი თქმით, მე-5 ტალღა არა ოქტომბერში, არამედ იანვარში დაიწყება და ამისთვის ყველანაირად უნდა მოვემზადოთ.
"ჩენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთანა თანაცხოვრებას, სახელმწიფო, ბიზნესი, ყველაფერი უნდა გადაეწყოს. ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ვირუსი ჩვენს გვერდით იქნება, ვაქცინები ხან იქნება, ხან - არა. სირაქლემას პოზიციაში ნუ ვიქნებით. მივეჩვიოთ, რომ ამ ვირუსს ექნება ტალღები. აგერ, გეუბნებით, რომ მეხუთე ტალღა არ იქნება ოქტომბერში, დამშვიდდით. მაგრამ მეხუთე ტალღა იქნება იანვარში და მოვემზადოთ ამისთვის" - ამბობს ფხაკაძე.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
