იმერეთში კორონავირუსის 335 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 225 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 178 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 575 210-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.27% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.42%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 795 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 534 559.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 089 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარა - 211, იმერეთი - 335, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 139, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 216, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:
• 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 674, აჭარაში - 699, იმერეთში - 1 106.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 167, იმერეთში - 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.
• 1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 - თბილისში, 537 - აჭარაში.
• 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 6.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 9 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 141 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 759, იმერეთში - 3 304.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი