November 22, 2024

ეპიდ-ვითარება საქართველოში 15 სექტემბრის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 207 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 515  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 829  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.81%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 515 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  587 551-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.32%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 551 780.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 347 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 346, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 156, იმერეთში - 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი,  მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 24, იმერეთში - 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 - თბილისში, 375 - აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 2.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.

წაკითხვა 384 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.