"ახალი მედიკამენტი შემოვა, ეს არის ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში"
საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს ამ კვირის განმავლობაში და ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღებს. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის დ შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძის მტკიცებით, რემდისივირის შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ ამ ორ მედიკამენტს ალტერნატივა არ გააჩნია.
„ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ერთია ბარიციტინიბი, მეორეა მონოკლონური ანტისხეულები. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, ორივე მედიკამენტი რემდისივირთან შედარებით, კოვიდინფიცირების ორივე სტადიის დროს გამოიყენება და პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად ამცირებს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
