იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 311 შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 42 657 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 657 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 458 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 614 763-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.22%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 633 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 586 704.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 976 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 559 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 311, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 93, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 269, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 057 საიდანაც: 4 169 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 493, აჭარაში - 369, იმერეთში - 897. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 019 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 115, იმერეთში - 289. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 22, იმერეთში - 26. 768 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 401 - თბილისში, 189 - აჭარაში. 14 120 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 9.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 192 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 170 ადამიანი.

წაკითხვა 542 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.