"შეიცავს რისკებს" - ალექსანდრე გოგინავას განცხადება
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა. მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული გაზრდილი რისკების შემცირება შესაძლებელია რეგულაციების დაცვით.
გოგინავა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ პროცესის გააქტიურებაა საჭირო. მისი თქმით, ვაქცინაციის არსებული ტემპი შეიცავს რისკს, რომ ქვეყანამ დასახული გეგმა ვერ შეასრულოს.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით და იმ ტემპით, რაც მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული.
რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს, მაგრამ ჩვენ თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება,“ - აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
