"ეს ძალიან რთული გადასატანია" - მარინა ენდელაძე საზოგადოებას მიმართავს
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე საზოგადოებას მიმართავს.
მედიკოსი მოსახლეობას სთხოვს ექიმებსაც გაუფრთხილდნენ და აიცრან.
"ძალიან ძნელია, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი არის მძიმე, როცა ხედავ, რომ იხრჩობა, როცა ხედავ, რომ გამოსავალი მას არ ექნება, ან გიკვდება, ეს ძალიან რთული გადასატანია. გაგვიფრთხილდით ჩვენც. საჭიროა მედიკოსები, თორემ, თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი თქვენთვის, მოსახლეობისთვის, როდესაც არ გეყოლებათ კვალიფიციური მედიკოსები.
მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ, აუცილებლად დაფიქრდნენ და აიცრან,"- აცხადებს მარინა ენდელაძე.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
