"ახლა, როგორც არასდროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადი, თუმცა ფეთქებადსაშიშია.
ინფექციონისტი ამბობს, რომ ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ქცევას.
"სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეში ახალი, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
