იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 607 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 042 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 814 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  7.48%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 042 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 889 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 153 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 844 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  631 563-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.01%.

 

• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 814 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 598 468.

 • ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848 საიდანაც:

• 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 402, აჭარაში - 381, იმერეთში - 991.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში - 315, აჭარაში - 83, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი,  მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 25, იმერეთში - 32.

• 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.

• 18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.

• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.

• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 646 ადამიანი.

წაკითხვა 376 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 09 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.