ვინ უნდა მიიღოს მესამე დოზა - ბიძინა კულუმბეგოვი რისკ-ჯგუფების ჩამონათვალს აქვეყნებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი კორონავირუსით გამოწვეული რისკებისა და რისკ-ჯგუფების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განსაკუთრებულ აქცენტს მწეველებზე აკეთებს.
მისი თქმით, აღნიშნულ კატეგორიარს ვაქცინის ბუსტერული დოზების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
"აქ მოცემულია კოვიდ-19 ის მძიმე მიმდინარეობის რისკ-ფაქტორები, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ავტომატურად შეესაბამება ვაქცინის ბუსტერ დოზების შესაბამის კონტიგენტს.
ყოფილი და მიმდინარე მწეველები არ დაგვავიწყდეს! მათ უნდა მივცეთ ბუსტერის შესაძლებლობა" - წერს კულუმბეგოვი.
კულუმბეგოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე რისკფაქოტრებად განხილულია ონკოლოგიური დაავადებები, ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ბავშვები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, გულისისხლძრარღვთა დაავადებები, დაუნის სინდრომი, შიდსი და აივ ვირუსები, ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის დემენცია, ჭარბი წონდა და სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 25+), სისხლის დაავაავდება "თალასემია", სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, სტეროიდებისა და იმუნოსუპრესიული პრეპარატების მიღება.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
