"ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა" - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ უკვე აქტიურდება სხვა რესპირატორული ვირუსები და იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ გააქტიურდება, სხვადასხვა ვირუსების ერთმანეთზე დართვა დიდ სირთულეებს გამოიწვევს.
"ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ მივიტანოთ მათთან ის მთავარი მესიჯი, რომ ვაქცინა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან ბრძოლის საშუალებას.
მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ არის შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები, მათ შორის, გრიპი და ამ ორი საკმაოდ მძიმე ინფექციის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა,"-
აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
