ძალიან მეშინია, ვეღარ გადავრჩებით, მალე კოვიდთან მებრძოლი აღარ გვეყოლება - ლევან რატიანი
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი არ გამორიცხავს, რომ თუკი ვირუსის გავრცელება დღეს არსებული ტემპით გაგრძელდება, ქვეყანა კოლაფსის წინაშე დადგება.
ექიმი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის გარეშე ახალი ტალღების შეჩერება შეუძლებელია.
"თუ არ იქნა მასიური ვაქცინაცია, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი და სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკის. ეს რომ არ მოხდეს და არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათი, საჭიროა ინფექციის ლიკვიდაცია.
ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება კოლაფსი, ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა," - ამბობს ლევან რატიანი.
სიახლეები
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი
- ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის იანვარში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 586 ფაქტი გამოავლინა
- ,,ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის განვითარებას"- მარიამ ლაშხი
- 9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
