"მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ექიმების გაფრთხილება" - ქეთი ლობჟანიძე
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაცვლილი ქალის, თამრიკო ღოლნტის ერთ-ერთ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება.
როგორც ექიმი წერს, პირად მტრად მიაჩნია ყველა, ვინც აცრაზე უარს ამბობს და ვირუსს უხანგრძლივებს არსებობას.
"ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება!
იმ სექტას მივმართავ, ჩემგან დამუნათება რომ იუკადრისა, ბოდიში, მცირედით შემოვიფარგლე, გინება არ შემიძლია! რაც არ უნდა ილანძღოთ, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი!დიახ, მკვლელია ყველა, ვინც არ შეისმინა ჩვენი, ექიმების გაფრთხილება, რომ ეს არაა ჩვეულებრივი "გრიპი" და წინ დიდი განსაცდელი გველოდა! ვინც ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას და მრავალთა შორის ჩემი მამა შეიწირა, მისი სიცოცხლე თქვენი ყველას ერთად აღებულზე ძვირფასი იყო! მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებდა, მტერი არ ყოლია და ისე წავიდა, ვერც კი დავემშვიდობე! ვერა და ვერ ვეგუები ამას და ჩემს პირად მტრად მიმაჩნიხართ ყველა უგულო ზომბი, ვინც ვირუსს უხანგრძლივებთ არსებობას და ასეთ მზე-ადამიანებს კლავთ ახლაც, როცა გამოსავალი ნაპოვნია მეცნიერების წყალობით! წყვდიადში რჩებით და სინათლეს არ უშვებთ თავებში ამ პროგრესის ეპოქაში! ბევრი ვწერეთ თქვენი ეჭვების გასაფანტად, მაგრამ არაა თქვენი საშვლი იძულების გარდა! არც ღმერთის გწამთ და არც ადამიანები გებრალებათ!" - წერს ქეთი ლობჟანიძე.
სიახლეები
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი
- “საგამოძიებო კომისიის სხდომები გახდება საფუძველი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი” - გურამ მაჭარაშვილი
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 20 დაშავდა
- “რუსეთის ავიაციაზე უკრაინის დარტყმები შესაძლოა, მშვიდობის იმპულსი გახდეს” - კიტ კელოგი
- 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი